საზოგადოება
13.09.2022 14:54
მასწავლებლების გეგმური ტესტირება აღარ იგეგმება - რესურსცენტრის დირექტორი

ახალ სასწავლო წელს მასწავლებლების გეგმური ტესტირება აღარ იგეგმება, - ამის შესახებ GMnews-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

,,რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, ახალ სასწავლო წელს, აღარ იგეგმება მასწავლებლების გეგმური ტესტირება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, რაც შეეხება სხვა რეგულაციებს, ველოდებით დამატებით ინფორმაციას, რა რეგულაცია დარჩება ძალაში და რას ექნება სარეკომენდაციო ხასიათი. აქვე გეტყვით იმსასც, რომ სკოლებს კვების ობიექტების იჯარით გაცემის უფლება მიეცათ, რაც აქამდე შეზღუდული იყო“, - განაცხადა რესურსცენტრის დირექტორმა.

კვირის ამბები