ზაფხულის სპორტული თამაშების ფარგლებში, მუნიციპალური პირველობა მინიფეხბურთში გორში გაიმართება.
თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა მარათონული სირბილი და შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
რაც შეეხება მინიფეხბურთის ჩატარების დროს, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი13,14 და 16 სექტემბერს გაიმართება.
გამოვლინდება 3 პრიზიორი გუნდი.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი დაჯილდოვდება 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 2000 ლარს, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს 1000 ლარი გადაეცემა.