მიმდინარე წელს, „გორის სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, მოქალაქეებმა 91 იდეა დაარეგისტრირეს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 53 %-იანი ზრდაა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამჟამად, საინიციატივო წინადადებების პირველადი ანალიზი მიმდინარეობს.
კერძოდ, საბჭო ადგენს შესული წინანადებების შესაბამისობას წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში.
განხილვის შემდეგ კი, კენჭისყრის გზით გამოავლენს იმ საინიციატივო წინადადებებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
აღნიშნულ საინიციატივო წინადადებებს მიენიჭება პროექტის სტატუსი და მათი საბოლოო განხილვა მოხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
შეგახსენებთ, „გორის სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, საინიციატივო წინადადებების წარდგენა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 და მეტი ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე გადანაწილდება.