საზოგადოება
13.09.2022 13:28
გორის სკოლებში 100-მდე ვაკანსია იყო გამოცხადებული - რომელ საგნებშია მასწავლებლების მწვავე დეფიციტი

გამოცხადებული იყო 100-მდე ვაკანსია, გასაუბრებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, ძირითად შემთხვევაში, ეს ვაკანსიები დაიფარა, შეივსო, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე მიმართულებით არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

,,გორის საჯარო სკოლებში გამოცხადებული იყო 100-მდე ვაკანსია, გასაუბრებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, ძირითად შემთხვევაში, ეს ვაკანსიები დაიფარა, შეივსო, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ახალი კადრით, ზოგ შემთხვევაში კი - სხვა სკოლის შემთავსებელი პედაგოგით. არის რამდენიმე ვაკანსია, რომელიც ვერ შეივსო. ასე ვთქვათ, მწვავე დეფიციტი გვაქვს ფიზიკის პედაგოგების. საგნის კომპეტენცია რომ ჰქონდეთ დადასტურებული ფიზიკაში, ასეთი პედაგოგების დეფიციტი გვაქვს, თუმცა, კანონის მიხედვით, მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგს აქვს უფლება, რომ ფიზიკა ასწავლოს, ძალიან ვცდილობთ, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ სხვა გზა არ გვრჩება, როცა ფიზიკის მასწავლებელი არ გვყავს.

ახლა გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულებაც, რომ ცოტაა კადრი ხელოვნების, მუსიკის და სპორტის მიმართულებით. აქ გამოსავალი არის ის, რომ კანონში გვაქვს ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც, იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არ ჰყავს კვალიფიციური კადრი, დაწყებით საფეხურზე, სპორტის, ხელოვნების და მუსიკის სწავლების უფლება აქვთ დაწყებითის მასწავლებლებს, ვისაც ერთი წელი მაინც უსწავლებიათ ეს საგანი, თუმცა, აქვე განვმარტავ, რომ ეს არის უფლება და არა სკოლის ვალდებულება, რომ დაწყებითის მასწავლებელს მისცეს ეს საათები. ეს არის გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი არ იქნება“, - განაცხადა ნანა ტერმკოზაშვილმა.

კვირის ამბები