საზოგადოება
12.09.2022 16:54
ატენში საუბნო გზების მოხრეშვა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საუბნო გზების მოხრეშვა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე, ჯამში, 1000 მეტრია.

„2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაოები 112 სოფელში განხორციელდება. პროექტები თითოეული სოფლის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. თითოეულ სოფელში განსახორციელებელი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდე მერყეობს“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში 1 596 000 ლარი დაიხარჯება.

კვირის ამბები