საზოგადოება
12.09.2022 14:20
სტუდენტებმა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, ჯილდოს მისაღებად, გორის მერიას 15 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ

სტუდენტებს, რომლებმაც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100% - იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, გორის მერია დააჯილდოებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოვების 2022 წლის პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.

„ინიციატივა ეხება სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს და გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ; საბანკო ანგარიშის ნომერი.

დევნილის სტატუსის შემთხვევაში კი, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);

დამატებითი ინფორმაცია, ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძისგან და დაუკავშირდეთ ნომერზე 599 85 17 47;

 

 

 

კვირის ამბები