სამართალი
09.09.2022 14:18
12 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს - საზოგადოებრივი ადვოკატი

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება, - ამის შესახებ, ,,გორის მაცნეს“ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით შიდა ქართლში დაკავებული 63 წლის მამაკაცის საზოგადოებრივმა ადვოკატმა განუცხადა.

გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ხაშურის პოლიციაში წარუდგენენ.

,,საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მოგახსენებთ, რომ შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დამან განაცხადა, რო0მ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება”, - განაცხადა გიგა ჯეირანაშვილმა.

დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგენენ.

შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვირის ამბები