საზოგადოება
09.09.2022 12:34
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ადმინისტრაციულ შენობაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე 17 საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს კითხვები ჰქონდა რიგით მეორე საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ   განკარგულების პროექტს მოიცავს. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრისას, საკრებულოს 12 ოპოზიციური დეპუტატიდან 2-მა მათგანმა განკარგულების პროექტს ხმა არ მისცა, ათმა კი თავი შეიკავა.

საკრებულოს წევრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ასევე გორის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე არსებულ ზოგიერთ ლოკაციაზე საგზაო ნიშნების განთავსებაზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის IY კვარტლის სამუშაო გეგემის დამტკიცების შესახებ   განკარგულების პროექტზე, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებასა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

კვირის ამბები