საზოგადოება
09.09.2022 12:27
იმოქმედებს თუ არა ახალი სასწავლო წლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები საბავშვი ბაღებში
კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საბავშვო ბაგა-ბაღებში გასულ წელს სხვადასხვა კოვიდრეგულაცია მოქმედებდა. იკრძალებოდა შენობის ტერიტორიაზე მშობლის შესვლა, მოქმედებდა თერმოსკრინინგისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვის სპეციალური პროტოკოლი, სავალდებულო იყო პირბადის ტარება და ა.შ. თუმცა, აღსაზრდელებისთვისაც და მშობლებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მშობლებს ბაღის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებოდათ.
ახალი2022-2023 საწავლო წელი რამდენიმე დღეში იწყება და ბუნებრივია, აღსაზრდელების მშობლებს ზემოაღნიშნული კითხვები გაუჩნდებათ.

„გორის მაცნემ“ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთან გადაამოწმა ინფორმაცია, იმოქმედებს თუ არა ახალი სასწავლო წლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები.

როგორც გავარკვიეთ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გასული ორი წლის განმავლობაში, სარეკომენდაციო ხასიათის გახდა.

ამის გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყებისას, მშობლებისთვის საბავშვო ბაღის ტერიტორიასა და შენობაში შესვლა ნებადართულია. ამასთანავე, საბავშვო ბაღში პირველად წასული აღსაზრდელების მშობლებს საშუალება აქვთ, ბაღთან შეგუების მიზნით, წინასწარ შეხვდნენ აღმზრდელს და გაეცნონ ბაღის გარემოს.
კვირის ამბები