ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა 1959 წელს დაბადებული ნ. ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს,ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ. ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. პოლიციამ ნ. ბ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს’’, აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასრულწლოვნის ოჯახის ინფორმაციით, მეზობლადმცხოვრებმა ნ. ბ-მ 12 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა.