მერიის დაფინანსებით, ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტოტალურად უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეები საზღვაო კურორტზე ისვენებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის 16 ბენეფიციარი, ჯამში, კურორტზე 8 დღეს გაატარებს.
პროექტი საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება და მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
„მიმდინარე წელს, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია15 ინიციატივას აფინანსებს.
პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას“, - აცხადებენ გორის მერიაში.