სამართალი
08.09.2022 12:20
12 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების და გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა გუშინ მოხდა, 12 წლის გოგონა საღამოს საათებში გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა ბავშვის ძებნა დაიწყეს, თუმცა, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდი, ღამის საათებში მეზობლადმცხოვრებ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას და გაუპატიურების მცდელობას. მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მიმალვაშია, 62 წლისაა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კვირის ამბები