ტურიზმი
08.09.2022 11:57
შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გორში ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების, საოჯახო მარნების ხელმძღვანელები და ინკლუზიური ტურიზმის საქმიანობაში ჩართული პირები.

„შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გორში, ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისები - მომსახურება და უსაფრთხოება“. სემინარს უძღვებოდნენ ა(ა)იპ საქართველოს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები: ტრენერი მარიკა ჩართოლანი, არქიტექტორი დავით ბაზაშვილი და კოორდინატორი მარიკა გვრიტიშვილი. ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები