სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ღრუბლიანობა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს - 8 სექტემბერს, გორში, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
უღრუბლო ამინდი და +23 გრადუსია ნავარაუდევი გორში 9 სექტემბერს.
მზიანი დღეა 10 სექტემბერსაც, ჰაერი კი დღისით +25 გრადუსამდე გათბება.
11 სეტემბერს სინოპტიკოსები ღრუბლიანობას და +22 გრადუსს ვარაუდობენ.
12-13 სექტემბერს, მცირე ღრუბლიანობა და +28 და +26 გრადუსია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში, 14-დან 17 სექტემბრამდე კი ჰაერის ტემპერატურა კვლავ მკვეთრად დაიკლებს და 14 სეტემბერს +21 გრადუსი, 15 სექტემბერს +17, 16 სექტემბერს კი მხოლოდ +15 გრადუსი დაფიქსირდება.