7 სექტემბერს, მსოფლიო, საერთაშორისო დღეს - „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“ აღნიშნავს.
საერთაშორისო დღე „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წელს დააწესა და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სუფთა ჰაერის მნიშვნელობის შესახებ.
წლევანდელი ღონისძიების სლოგანია - „ჰაერი, რომელსაც ყველა ვსუნთქავთ”.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ: ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება ხორციელდება ევროპული სტანდარტებით, ასევე, დამტკიცდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის მოწყობას ევროპული მიდგომების შესაბამისად.