საზოგადოება
07.09.2022 11:21
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, მის მოადგილეებს და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, თითოეული სამსახურის მთავარი ამოცანაა მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, რეგიონის გაძლიერება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით.

„შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარების საკითხებს. რწმუნებულმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გამყოფი ხაზის სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 
კვირის ამბები