საზოგადოება
09.01.2020 14:55
შინდისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

სოფელ შინდისში, ბალიაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ. კვამლი მეზობელმა შენიშნა და 112-ზე დარეკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში შეძლეს. გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ალექსი მთვარაძის თქმით, ხვთისო ბალიაშვილის სახლს, სადაც ხანძარი გაჩნდა, რამდენიმე სხვა საცხოვრებელი სახლი ემიჯნება, შესაბამისად, თუ ხანძრის ლოკალიზება სწრაფად არ მოხდებოდა, არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მეზობელ შენობებზეც გადასულიყო. ხანძარი, სავარაუდოდ, სახლში არსებული ღუმელიდან გაჩნდა.  

ხანძარი ლიკვიდირებულია.

კვირის ამბები