გორში, რამდენიმე ლოკაციაზე, მასშტაბური სპეცოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვალერი თელიას განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი.
,,შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქალაქ გორში ჩატარებულ იქნა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა რამდენიმე ნარკორეალიზატორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და პარალელკურად, კვლავ გრძელდება ღონისძიება.
დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გაავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური“, - განაცხადა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს გორის რამდენიმე უბანში, ,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით რამდენიმე პირი დაკავებულია კომბინატისა და წმინდა წყლის დასახლებების ტერიტორიაზე.