გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის პოზიციაზე თამარ თოხაძე დაინიშნა.
ახალმა ხელმძღვანელმა, პირველი შეხვედრა თეატრის დასის წევრებთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძესთან ერთად გამართა.
შეხვედრაზე თეატრის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს.
როგორც „გორის მაცნეს“ გ. ერისთავის სახელობის თეატრში განუცხადეს, თამარ თოხაძე, გორის თეატრში, 8 წლის განმავლობაში იურისტად მუშაობდა. ყოფილი დირექტორის გიორგი წვერავას გათავისუფლების შემდეგ კი, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თამარ თოხაძის კანდიდატურა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ წარუდგინა.