რჩევები
06.09.2022 13:53
ასტროლოგების პროგნოზით, 2022 წლის სექტემბერი მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი თვეა - რომელ ნიშანს როგორი სექტემბერი ელის

ასტროლოგების პროგნოზით, 2022 წლის სექტემბერი მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი თვეა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არასტაბილურ გარემოებებს დადებითი ტენდენციები მაინც ჭარბობს.

სექტემბრის ყველაზე ჰარმონიული პერიოდი 4 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ნებისმიერ სპეროში წარმატების მიღწევის მეტი შანსია.

რაც შეეხება ცალკეულ ნიშნებს და სექტემბრის ასტროპროგნოზს:

ვერძი

აქტიურმა და მიზანდასახულმა ვერძებმა სექტემბერში ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე უნდა გაამახვილონ. შემოდგომის პირველი თვე ვერძებისთვის საკმაოდ მოუსვენარია, მაგრამ, ეცადეთ, წარუმატებლობა გულთან ახლოს არ მიიტანოთ და მეტი ყურადღება გაამახვილოთ იმ დადებით ტენდენციებზე, რასაც სექტემბერი გპირდებათ.

კურო

დროა კუროებმა ვარდისფერი სათვალე მოიხსნან და რეალობა ობიექტურად შეაფასონ. ეს თვე ძალიან აქტიური და საინტერესოა, მაგრამ, ამასთანავე, პლანეტების განლაგება ამ თვეში კუროს ბევრ გამოცდას მოუწყობს.

ტყუპები

ტყუპებისთვის, შესაძლოა, 2022 წლის სექტემბერი ერთგვარ შუალედურ ეტაპად იქცეს და შემდგომი სამოქმედო სტრატეგია სწორედ ამ თვეში შეიმუშაონ.

კირჩხიბი

სექტემბერი საშუალებას მოგცემთ, ცხოვრების პრიორიტეტულ სფეროებში სიტუაცია მოაწესრიგოთ და საკუთარი ცხოვრება უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გახადოთ. სანამ ახალი მწვერვალების დაპყრობას შეუდგებით, ეცადეთ, ძველ პრობლემებსა და ურთიერთობებში გაერკვეთ. გირჩევთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და თქვენი ამჟამინდელი პოზიციები გააძლიეროთ თუ გსურთ, რომ სამომავლოდ სტაბილურად იგრძნოთ თავი.

ლომი

ამ თვეში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით აქტიურობა მოგიწევთ. რთული და წინააღმდეგობებით სავსე თვე გელით. სირთულეებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ პროფესიულ სფეროზე, არამედ მატერიალურ კეთილდღეობაზეც და პირად ცხოვრებაზეც. მთავარია, იმედი არ დაკარგოთ - ვინც არაფერს აკეთებს, ის არ ცდება.

ქალწული

სექტემბერში აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია უნდა დაიკავოთ. ცვლილებები ბევრი მიმართულებით გელით და ახლა ამისთვის ისე მზად ხართ, როგორც არასდროს.

სასწორი

სასწორებისთვის შემოდგომის პირველი თვე შესაძლოა 2022 წლის ყველაზე რთული და დაძაბული პერიოდი იყოს. გირჩევთ, ქამარი მჭიდროდ შემოიჭიროთ და პრობლემების მოგვარება დაიწყოთ, ახლა სხვა არჩევანი არ არსებობს.

მორიელი

სექტემბერში ძლიერი ნებისყოფის გამოვლენა მოგიწევთ. რთული პერიოდი გელით, როდესაც ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროზე გავლენა მოახდინოს. და მაინც, ნუ დანებდებით - თქვენი ბედი თქვენს ხელშია და წინ მნიშვნელოვანი ეტაპებია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის 2022 წლის სექტემბერი წინააღმდეგობებით იქნება სავსე. შეიძლება, მოულოდნელი პრობლემები ერთბაშად რამდენიმე მხრიდან დაგატყდეთ თავზე, ასე რომ, ჩართეთ თქვენი ძლიერი თვისებები, პრაგმატულობა და მეგობრების დახმარებაზეც უარს ნუ იტყვით.

თხის რქა

ამ თვეში თხის რქებს მუშაობა სრული დისბალანსის პირობებში მოუწევთ. ეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და ყურადღების კონცენტრირება შეძლოთ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დარღვეული წონასწორობის აღდგენა, არამედ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებულის - ოჯახური სიმშვიდის შენარჩუნება.

მერწყული

სექტემბერში წარმატებას მხოლოდ დაძაბული შრომა მოგიტანთ. ამ თვეში უმარტივეს ამოცანებთან გამკლავებაც კი თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაფერის პირობებს დაელოდებით თუ მოქმედებას ახლავე დაიწყებთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

თევზები

მოულოდნელი ცვლილებებით დაამახსოვრდება თევზების უმეტესობას სექტემბერი. აქამდე გამოცდილი, ძველი და კარგად ნაცნობი ხერხებით წარმატების მიღწევა საეჭვოა, ამიტომ, ცვლილებებისგან თავის არიდებას ვეღარ შეძლებთ. თევზებს გირჩევთ, ერთდროულად გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია და საოცარი წინდახედულობა, რათა სწორი გზა იპოვოთ, განსაცდელი თავიდან აიცილოთ და წარმატებას მიაღწიოთ.

კვირის ამბები