საზოგადოება
06.09.2022 13:30
გორის №5 საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის №5 საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, II, IV, V კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 318-445ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 10 სექტემბერს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 15 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები