საზოგადოება
06.09.2022 13:14
გორში, მდინარე მეჯუდის კალაპოტი და ნაპირები იწმინდება
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, გორში, მდინარე მეჯუდის კალაპოტი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით იწმინდება.

როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, მდინარის განსაზღვრული მონაკვეთი სრულად გაიწმინდება დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან და ლამისგან. რაც შეეხება პერიმეტრს, რომელზეც ზემოხსენებული ღონისძიებები გატარდება, პაპიტაშვილის ქუშიდან მდინარე მტკვრის შესართავამდე არსებული ხუთკილომეტრიანი მონაკვეთია.
კვირის ამბები