საზოგადოება
05.09.2022 16:42
ინფექცია, რომელიც ამჟამად ცირკულირებს ბავშვებში, ძირითად გახლავთ როტავირუსები და ნოროვირუსები - ნელი ცქიტიშვილი

ვირუსული ინფექცია, რომელიც ამჟამად ცირკულირებს ბავშვებში, ხასიათდება ავადობის 5-7 დღიანი ეპიზოდით, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევები არ ფიქსირდება, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ პედიატრმა ნელი ცქიტიშვილმა განუცხადა.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, ძირითადად ცირკულირებს როტავირუსები და ნოროვირუსები.

,,ბავშვებში მომატებულია ვიურუსული ინფექციებით ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სტაციონარში მომართვიანოების განსაკუთრებული მატება ფიქსირდება. საზოგადოებაში გავრცელებულია ინფორმაცია, თითქოს, მასიურადაა გავრცელებული ენტეროვირუსი, რაც სიმართლე არ გახლავთ, ამჟამად, ძირითადად, ცირკულირებს როტავირუსები და ნოროვირუსები. აქვე გეტყვით იმასაც, რომ პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში უკვე ერთი წელია შეიტანეს ვაქცინაცია როტავირუსული ინფექციის წინააღმდეგ, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ვირუსის არაერთი სახეობაა ცნობილი. როტავისრუსული ინფექცია გასტროენტერიტით მიმდინარე დაავადებაა,

რაც შეეხება ნოროვირუსს, ასევე მიმდინარეობს დიარეით და ღებინებით.

სწორედ ნოროვირუსი გახლავთ ვირუსების ჯგუფი, რომლებიც საკვებით მოწამვლისა და მწვავე გასტროენტერიტის ხშირი მიზეზია. 

ამჟამად გავრცელებული ვირუსული ინფექციის ავადობის ეპიზოდი 5-7 დღით ხასიათდება, ახასიათებს დიარეა, ტემპერატურის მატება, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტოქსიკაცია ნაკლებადაა გამოხატული და ბავშვები ადვილად უმკლავდებიან ამ ინფექციას“, - აღნიშნა ნელი ცქიტიშვილმა.

კვირის ამბები