საზოგადოება
05.09.2022 16:15
ხურვალეთის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 16-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და მეცადინეობის ჩატარებას V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 430-485 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 2022 წლის 11 სექტემბერს ეწურებათ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 15 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები