,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებისა ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე ავტომობილებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.
რაც შეეხება სანქციებს, სანქციის სახედ 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაწესდება.
ამასთან, იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება 1 000 ლარი. აღნიშნული ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო განმეორება, რომელიც ითვალისწინებდა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდას, აღარ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნულისთვისაც სანქცია 1 000 ლარის ოდენობის განისაზღვრება.
სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.