რჩევები
02.09.2022 15:18
სექტემბერი გეომაგნიტური დღეების სიმრავლით გამოირჩევა - რა გავლენას ახდენს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ჯანმრთელობაზე

მაგნიტური ქარიშხლები, გეომაგნიტური რყევები, მზეზე აფეთქებები და ზოგადად, მზის აქტივობის ზრდა, ადამიანების ჯანმრთელობას ხშირად საფრთხეს უქმნის. შემოდგომის პირველ თვეს, სექტემბერში, წელს რამდენიმე მაგნბიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.

,,გორის მაცნე“ გაგაცნობს გეომაგნიტური დღეების კალენდარს და სპეციალისტების რეკომენდაციას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა.

უახლოეს დღეებში, 6 სექტემბერს, მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ერთი დღე გაგრძელდება.

10 სექტემბერი - ასევე ერთდღიანი დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.

13-16 სექტემბერს ნავარაუდევია საშუალო ინტენსივობის, მაგრამ სექტემბრის ყველაზე ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი.

22 სექტემბერს დაფიქსირდება უმნიშვნელო გეომაგნიტური რყევები.

26 სექტემბერს მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი.

მაგნიტურ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ.

რაც შეეხება იმას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, სპეციალისტები შემდეგ შრჩევებს გვაძლევენ:

  • ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევისთვის, მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები;
  • დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესები, სწორად იკვებეთ, ბევრი იარეთ და იმოძრავეთ;
  • ნუ გადაიღლებით და აუცილებლად ეცადეთ, რომ კარგად გამოიძინოთ;
  • დალიეთ რეკომენდებული რაოდენობის სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი, უარი თქვით მაგარ ყავასა და ალკოჰოლზე;
  • ყველანაირად ეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
კვირის ამბები