საზოგადოება
02.09.2022 14:07
გორის №9 საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - ვაჟა ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, II, III, IV, VI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 380 – 400 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 15 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები