გორის მერმა მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე, დოკუმენტი გორის მერის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა და მოიწონა. ჯგუფს, რომლის წევრებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები არიან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელმძღვანელობს.
„აღნიშნული დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა.
დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა ეფუძნება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.