საზოგადოება
01.09.2022 15:31
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყების პირველ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში, სავარაუდოდ, თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს.

რაც შეეხება იმ რეგულაციებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ დრომდე მოქმედებს, გადახედვის და დაზუსტების ეტაპზეა. მიღებულ გადაწყვეტილებებს კი სკოლამდელი აღზრდის სააგენტო სწავლის დაწყებამდე გაასაჯაროებს.

კვირის ამბები