საზოგადოება
09.01.2020 14:03
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო,  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ დევნილებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა იმ  პირებს შეეძლებათ, ვინც სტუდენტის სტატუსი 2017-2019 წლებში მიიღო. გარდა ამისა, ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებსაც: რეგისტრირებული უნდა იყოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის სტატუსი; სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განმცხადებლის მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა, მანძილი 2 კმ-ზე მეტი უნდა იყოს.

მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების შევსება კი, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ზემოხსენებული სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და  600-ზე მეტმა დევნილმა სტუდენტმა შეღავათით უკვე ისარგებლა.

კვირის ამბები