საზოგადოება
01.09.2022 15:16
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანთან ახლოს, ტყის მასივში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია ცეცხლის გავრცელების ფართობი.

შეგახსენებთ, ლიკანში გაჩენილი კიდევ ერთი კერის გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 21 აგვისტოდან ებრძვიან. აღნიშნულ ლოკაციაზე, ამ ეტაპზე, ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და მუშავდება მხრჩოლავი კერები.

კვირის ამბები