საზოგადოება
01.09.2022 12:11
გორის №6 საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

ქალაქ გორის №6 საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 12 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 11 სექტემბერს ეწურებათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, 300-360 ლარია. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 15 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები