საზოგადოება
01.09.2022 10:51
სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები 12 სექტემბრიდან მიიღება
სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე იწარმოებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ სტუდენტებს შესაბამისი განაცხადის გაკეთების საშუალება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში http://socreg. mes. gov. ge პორტალზე რეგისტრაციით ექნებათ.

„ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში). სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, განცხადებების ელექტრონული რეგისტრაციის ვადები და საჭირო დოკუმენტების ნუსხა განთავსდება ზემოხსენებული თარიღის დადგომისთანავე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები