საზოგადოება
31.08.2022 12:38
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში რეგისტრირებული ბავშვების საბუთების მიღება კვირის ბოლოს სრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, რეგისტრირებული ბავშვების საბუთების მიღებას 2 სექტემბერს დაასრულებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამ ეტაპზე წარმოებს იმ აღსაზრდელთა საბუთების მიღება, რომელთა რეგისტრაციაც დამატებითი რეგისტრაციის დროს განხორციელდა.

„შეგახსენებთ, რომ დამატებითი რეგისტრაციისას დარეგისტრირებული ბავშვების საბუთების მიღება იწარმოებს 2 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მითითებულ ვადაში წარადგინეთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“, - აღნიშნავენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

„გორის მაცნე“ შეგახსენებთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რისი წარდგენაც საჭიროა: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

კვირის ამბები