საზოგადოება
31.08.2022 12:29
გორის მერია მზრუნველობასმოკლებული მარტოხელა მოხუცებისთვის სოციალურ პროექტს აფინანსებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემთან“ ერთად სოციალურ პროექტს ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიზანს სკრის თემში მცხოვრები მზრუნველობასმოკლებული 20 მარტოხელა მოხუცის საზოგადოებაში ინტეგრირება წარმოადგენს.

„გარდა იმისა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები პროექტის ბენეფიციარებს უტარებენ მცირე სამედიცინო მანიპულაციებს და ეხმარებიან საოჯახო საქმეებში, მეტი სოციალიზაციისთვის მათთვის გეგმავენ სხვადასხვა სახის აქტივობებს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, მიმდინარე წელს, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ 13 პროექტს აფინანსებს.

პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.
კვირის ამბები