საზოგადოება
31.08.2022 12:21
არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 24 თეთრად შეძლებენ

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე გაიხსნა.

საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი - „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ამოქმედდა.

კვირის ამბები