საზოგადოება
30.08.2022 16:44
30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

30 აგვისტოს, მსოფლიოში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ დღეს ოფიციალურად, 2011 წლიდან აღნიშნავენ, მიზანი კი, დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა.

შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, დღეს, გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის სკვერშიც შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. ღონისძიების მონაწილეებმა,  სიმბოლური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული.

კვირის ამბები