სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, სკოლაში ექთნის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექთნო სპეციალობაში; გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სტაჟი; ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე და ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ.
სამუშაოს დაწყების თარიღი 2022 წლის 10 სექტემბერია.