საზოგადოება
30.08.2022 12:22
შემოდგომის პერიოდში, სასურველია, მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი - ბიძინა კულუმბეგოვი

სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, შესაძლოა, ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს, - ამის შესახებ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანაში შიდა გადაცემის  მაღალი მაჩვენებელია.

„შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. წინა 2 კვირის განმავლობაში, პირადად მე, ვერ მოვახერხე ორი ადამიანის სტაციონარში განთავსება, რაც ასევე არის პრობლემა. მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ასევე სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარება მოუწოდოთ, - აცხადებს კულუმბეგოვი.

კვირის ამბები