გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი „საზაფხულო ბანაკი 2022“ გრძელდება.
პროექტი, რომელიც „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, ბაკურიანში ხორციელდება.
ახალგაზრდების ბოლო ნაკადს ბანაკი დღეიდან მასპინძლობს.
„ბანაკის პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. ახალგაზრდებისთვის ტარდება შემეცნებითი ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. ბანაკის წევრები აქტიურად არიან ჩართულები კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.
ბანაკი, ჯამში, კონკურსის წესით შერჩეულ 200 ბენეფიციარს მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება, ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან“, - აცხადებენ მერიაში.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს.