საზოგადოება
30.08.2022 11:03
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 12:00 საათზე გამოქვეყნდება
დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. კერძოდ, ცნობილი გახდება ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე.

საკუთარი შედეგის გასაგებად, აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
კვირის ამბები