საზოგადოება
29.08.2022 15:49
2025 წლამდე, საცხოვრებელი ფართები 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლამდე საცხოვრებელი ფართები 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, მათგან 7000 ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, ხოლო 6000 ოჯახი ,,სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, განვადებით მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ბინები ასევე აშენდება და გადაეცემა თბილისში 2400, ზუგდიდში 1700 და ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს.

კვირის ამბები