საზოგადოება
29.08.2022 15:17
30 აგვისტოს, ღამის საათებში, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2022 წლის 30 აგვისტოს, 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი, ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე გადაერთვება და სენაკი-თბილისის მიმართულება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

კვირის ამბები