საზოგადოება
29.08.2022 14:52
გორის და ქარელის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას, საჭიროა ფერმერების წახალისება და მხარდაჭერა - ირაკლი ღარიბაშვილი

სახელმწიფო ფერმერებს ვაშლს დაუსუბსიდირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუბსიდირების პროგრამაში 20-მდე საწარმო იქნება ჩართული.

„ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება. გორის და ქარელის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას, ამიტომ, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი. ფერმერები მიიღებენ შესაბამისს შემოსავალს. ამ პროგრამაში, დაახლოებით, 20-მდე საწარმო იქნება ჩართული“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

პრემიერის ინფორმაციით, ვაშლის სუბსიდირების საკოორდინაციო შტაბს ჩამოაყალიბებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

კვირის ამბები