საზოგადოება
09.01.2020 11:42
საქართველოს ხუთ ქალაქში ბუნებრივი აირის აბონენტად დარეგისტრირების საფასური გაორმაგდა და 400-ის ნაცვლად, 800 ლარი გახდა

მიმდინარე წლის იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400-ის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გასული წლის 27 დეკემბერის სხდომაზე მიიღეს და გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.

როგორც GMnews-ს „სოკარის“ გორის ოფისში განუცხადეს, აღნიშნული სიახლე, ამ ეტაპზე, მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებზე ვრცელდება. „სემეკ-ის გადაწყვეტილებით, გაზის აბონენტად დარეგისტრირების ახალი ტარიფი თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის მაცხოვრებლებზე იმოქმედებს, რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, მსგავსი სიახლე, ამ დროისთვის, დაგეგმილი არ არის და შესაბამისად, ახალ აბონენტად რეგისტრაციის საფასური კვლავ 400 ლარია“, - აღნიშნეს GMnews-სთან საუბრისას „სოკარის“ გორის ოფისში.

 

კვირის ამბები