საზოგადოება
29.08.2022 13:00
წმინდაწყლის დასახლებაში ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ცენტრალური საავტომობი გზის (ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ) ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

როგორც ცნობილია, მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნული მოძრაობის ზოლზე დაგეგმილმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რომელიც მალე დაიწყება.

როგორც გორის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულებამდე, სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლი დაიტვირთება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა დასახლებამდე).

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საავტომობილო გზა ბოლო პერიოდში საკმაოდ დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე განხორციელდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოულების ამოვსების სამუშაოები, ამ მომენტისთვის გზის სავალი ნაწილი ფაქტობრივად სრულად ამორტიზებულია და კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.

კვირის ამბები