უპრეცედენტო, ამ ათწლეულის ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა, - ასე აფასებს პაკისტანის მთავრობა წყალდიდობის გამო ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას.
პაკისტანის კლიმატის ცვლილების მინისტრის, შერი რეჰმანის განცხადებით, სტიქიის შედეგად ქვეყანაში 33 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
რაც შეეხება წყალდიდობის შედეგად დაღუპულებსა და დაზარალებულებს, CNN-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 1 033 ადამიანი, მათ შორის - 348 ბავშვი და დაშავდა 1 527 ადამიანი.
ცნობისთვის, ივნისის შუა რიცხვებიდან ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, პაკისტანი სტიქიას ებრძვის.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ