საზოგადოება
29.08.2022 11:47
ბოშურის საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე კანდიდატს ეძებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.

განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 11-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, IV, V, VI, VII, VIII, IX ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, 300-350 ლარია მითითებული.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა პირველ სექტემბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი ულება-მოვალეობის შესრულებას 15 სექტემბრიდან შეუდგება.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
 
 
 
კვირის ამბები