საზოგადოება
29.08.2022 11:42
გახდი წარმატებული სტარტაპერი და მოიზიდე ინვესტიცია - რას მოიცავს საგანმანათლებლო კურსი

დარეგისტრირდი და გაიარე 13 კვირიანი ინტენსიური საგანმანათლებლო კურსი იმისთვის, რომ შენი სტარტაპი მზად იყოს ინვესტიციის მოსაზიდად, - ეს გახლავთ USAID-ის შეთავაზება სტარტაპით დაინტერესებული გუნდებისთვის.

ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სასწავლო კურსი სამ თვეს გაგრძელდება და ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (პანდემიის იმ დროისთვის არსებული შეზრუდვების გათვალისწინებით).

მონაწილეობის მიღების მსურველებს, განაცხადის შევსების ვადა 30 აგვისტოს ეწურებათ.

პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები დაესწრებიან როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალური სწავლების სესიებს. 3 თვის შემდეგ დაგეგმილია ღონისძიება, რომელზეც იგეგმება პრეზენტაციების წარდგენა.

პროგრამის ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილე გუნდი მიიღებს წამახალისებელ პაკეტს: ფასდაკლებას კოლაბორაციისთვის განკუთვნილ ხელსაწყოებზე, უფასო AWS სერვისებს, ელექტრონული გადახდების უფასოდ მიღების შესაძლებლობას და სხვა.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, შიდა ქართლში.

კვირის ამბები