საზოგადოება
29.08.2022 11:37
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორში კვლავ უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოდან ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

29 აგვისტოს, გორში, მოსალოდნელია +33 გრადუსი და პერიოდულად სუსტი ქარი 9 მ/წ-მდე.

+33 გრადუსი და დღის მეორე ნახევარში ქარია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 30 აგვისტოსაც.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით კი, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და +36 გრადუსს მიაღწევს.

4 სექტემბრიდან გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.

5-6 სექტემბერს, სინოპტიკოსები +25 გრადუსს ვარაუდობენ, ამავდროულად, 5 სექტემბერს მოსალოდნელია ქარი 12 მ/წ-მდე.

კვირის ამბები